ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა კავკასიაში - მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება: 

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა კავკასიაში. საქართველო, როგორც მეზობელი ქვეყნების მეგობარი და რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი, თავადაც უნდა იყოს დაცული. სწორედ ამიტომ, გვჭირდება მეტი NATO დაუყონებლივ!” - წერს მარგველაშვილი.