დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ იერუსალიმიდან! - ლაშა ჟვანია - PHOTO

ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და იერუსალიმში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

"დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ იერუსალიმიდან! ამ მარადიულ ქალაქში, საუკუნეების განმავლობაში, ყველაზე მეტად იგრძნობოდა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობაც და დამოუკიდებლობის დაკარგვის შედეგებიც! დაყოფილები ვკარგავდით ყველაფერს! ერთობით - ვაშენებდით და ვამშვენებდით საკუთარ ქვეყანას და ამ წმინდა ქალაქსაც! ერთიანობას, ერთობას და ერთსულოვნებით გაძლიერებას გისურვებთ!

იერუსალიმის კედლები საქართველოს დროშით განათდება", - წერს ლაშა ჟვანია სოციალურ.