დაპირისპირება პარლამენტთან - "ლელოს" წევრები დააკავეს - LIVE

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტია “ლელოს” წევრებო დააკავეს. პარტიის წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის და მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების წარდგენას აპროტესტებენ.

რამდენიმე წუთის წინ "ლელოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი წარწერის გაკეთებას გეგმავდნენ, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

პარტიის წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, დაკავებულია მათი პარტიის 6 წევრი. მათ შორის არიან საბა ბუაძე და ირაკლი კუპრაძე.