დაპირისპირება თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის

ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ინციდენტი მოხდა. 

კახა კალაძე ვარკეთილში განახლებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად იმყოფებოდა. სკვერში მისულ მერს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. 

მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძე მათ ხელით შეეხო. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, კახა კალაძემ მას მაისური შემოახია. 

ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა და მომხდარში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა. 

"ორი თაღლითი "ნაციონალი" იყო მოსული, რომელსაც მცდელობა ჰქონდა, დაეგეგმა პროვოკაცია" - განაცხადა კალაძემ.