დავით ბაქრაძე განცხადებას ავრცელებს

"ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, რომელმაც პარტიებს შორის შეთანხმების დოკუმენტს ხელი დამოუკიდებლად მოაწერა, ამნისტიის კანონს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. 

ბაქრაძე კანონში გასათვალისწინებელ სამ პრინციპს ასახელებს, რომლის გარეშეც პროექტის მხარდაჭერას შეუძლებლად მიიჩნევს. 

ამასთან, დავით ბაქრაძე მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას. 

"იმისთვის, რომ გათვალისწინებული იქნას საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნა და ამნისტია არ შეეხოს ადამიანებს, ვინც გასცა 20 ივნისს ცეცხლის გახსნის ბრძანება, აგრეთვე ვინც განზრახ მძიმედ დასაზიანებლად ესროდა მშვიდობიან დემონსტრანტებს, აუცილებელია ამნისტიის კანონში იმ სამი პრინციპის გათვალისწინება, რომელსაც მოითხოვს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია და რის გარეშეც პირადად მე შეუძლებლად მიმაჩნია კანონის პროექტის მხარდაჭერა:

მიმაჩნია, რომ ამნისტიის კანონში ამ სამი პრინციპის გათვალისწინებით, ერთის მხრივ, პირნათლად იქნება შესრულებული შარლ მიშელის დოკუმენტი და მეორეს მხრივ, დაკმაყოფილდება საზოგადოების სამართლიანი პოზიცია.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოლაპარაკებების მთელი პროცესის მანძილზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიზირებულ საქმეებზე ბრალდებული პირების მიმართ დევნის შეწყვეტა; მაშინ, როცა არასდროს ამ მოლაპარაკებების პროცესში, ხელისუფლებას არ დაუყენებია ბრალდებული სამართალდამცველების ამნისტირების საკითხი. ამიტომ, ახლა, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების ეტაპზე, მხარეების ხელოვნური „გათანაბრება“ და ტოლობის ნიშნების დასმა ვერ შეფასდება სხვანაირად, თუ არა შეთანხმების შესრულებისთვის ხელოვნური პრობლემის შექმნა.

იმ ფონზე, როდესაც ნიკა მელიას პოზიციის გათვალისწინებით - რომელიც პირადად მე კარგად მესმის და სამართლიანად მიმაჩნია - ამნისტიის პროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესში ისედაც ბევრი სირთულე და განსხვავება იქნება გადასალახი, მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შეთანხმების შესრულებას და სრულად გაითვალისწინოს ამნისტიის კანონში ზემოთ მოყვანილი სამი პრინციპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან შეუძლებლად მიმაჩნია მსგავსი კანონის ინიცირების, განხილვისა და კენჭისყრის პროცესების მხარდაჭერა" - აცხადებს ბაქრაძე.