დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირობებში ორ ქვეყანაში არსებული ვითარება, მთავრობების მიერ გატარებული ზომები ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით, ასევე გამოიხატეს ერთმანეთის მიმართ მადლიერება ამ რთულ პერიოდში გაწეული დახმარებებისთვის, მათ შორის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის პროცესში.