დავით ზალკალიანი აზერბაიჯანში ვიზიტს გეგმავს

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, უახლოეს მომავალში ეწვევა აზერბაიჯანს.

ზალკალიანის განმარტებით, მეზობელ ქვეყნაში ვიზიტის დროს განხილვის ერთ – ერთი მთავარი თემა იქნება ეკონომიკური დიპლომატია.

”ვიზიტების დროს განიხილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტები, აგრეთვე ქვეყანაში დამატებითი ტვირთის მოზიდვის საკითხები," - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური პროექტების სტიმულირება.

ზალკალიანის შეფასებით, საქართველო რეგიონში ღირსეული სტრატეგიული პარტნიორია.