დავით ზალკალიანი ესპანეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ესპანეთის სამეფოს. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს სესიაში.

შეხვედრაზე ორგანიზაციის გენერალური მდივანი უნდა შეარჩიონ. 

საქართველომ ამ თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა. ის ამჟამადაც ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს.