დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, დმიტრო კულებასთან სტრატეგიულ საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის დინამიკა და მათ შორის ბოლო პერიოდში გაზრდილი მაღალი დონის ვიზიტები აღნიშნეს. 

მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე განხორციელებული და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები და ის ღონისძიებები, რაც ამ მიმართულებით არის განსაზღვული უახლოეს მომავალში.

მინისტრებმა ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა, ისევე როგორც ორივე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიზნით ერთიანი ნაბიჯების გადადგმის მზაობა.