დავით ზალკალიანი აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს ულოცავს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს ულოცავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"გულთბილად ვულოცავ ჩვენს მეზობელს, მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს - აზერბაიჯანს, რესპუბლიკის დღეს. აზერბაიჯანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და კეთილდღეობას," - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს აღნიშნავს.