დე ფაქტო რეჟიმმა სოფელ აძვის მკვიდრი დააკავა

დე ფაქტო რეჟიმმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მკვიდრი დააკავა. ელდარ გუნდიშვილის უკანონო დაკავება report.ge-ს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში დაუდასტურეს. 

როგორც სუს-ში აცხადბენ, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.