დღეს "ევროპელი სოციალისტების" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართება

დღეს, ახალი პოლიტიკური პარტიის "ევროპელი სოციალისტების" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართება. 

პარტიას პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შესული 4 დეპუტატი - ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე აფუძნებენ.

ცნობისთვის, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების - ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეები - დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე იქნებიან. მათი უფლებამოსილება პარლამენტმა უკვე ცნო.

გუშინ "პატრიოტთა ალიანსის" ოთხ წევრს, რომლებსაც ამის შესახებ ოფიციალურად უარი განაცხადეს, დეპუტატობის მანდატი შეუწყვიტეს