დღეს "ქართული ოცნება" თბილისში შემაჯამებელ შეკრებას გამართავს

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ დღეს თბილისში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას გამართავს. შეკრება თავისუფლების მოედანზე გაიმართება, სადაც მზადება უკვე დაწყებულია,

შემაჯამებელი აქცია 17:00 საათზე იგეგმება, თუმცა როგორც პარტიაში აცხადებენ, მხარდამჭერების შეკრება თავისუფლების მოედანზე 15:00 საათიდან დაიწყება.

დაგეგმილ აქციაზე, „ქართული ოცნების“ მომხრეები რეგიონებიდანაც ჩავლენ დედაქალაქში. კოლონების ნაწილი რამდენიმე ქალაქიდან უკვე გაემგზავრა, ხოლო ნაწილი 11:00 საათისთვის გაემგზავრება.