დღეს პარლამენტში თეა წულუკიანს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოუსმენენ. თეა წულუკიანი დეპუტატების წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მინისტრს კრიტიკულ კითხვებს დაუსვამენ.

უმრავლესობის წევრებს კი, კითხვები სამინისტროს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ექნებათ.