"ძალიან საზიანო ამბავია" - ეკა ბესელია

პარტია "სამართლიანობისთვის" დამფუძნებელი ეკა ბესელია სოციალური ქსელის პირად გვერდზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით წერს:

"დეკემბერი ... ნაცნობი სურათია. დეკემბერში ახასიათებთ სწრაფად, მალულად, დაჩქარებულ წესს რომ უწოდებენ და უწესოდ რომ ხდება, ისე მნიშვნელოვანი საკითხების გაპარება ...."ოცნების" ხელწერისთვის დამახასიათებელი გახდა სამწუხაროდ....

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის "რეფორმა" დასჯის მიზნით და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება სასამართლოში კლანის გაძლიერების მიზნით - ძალიან, ძალიან საზიანო ამბავია.

სახიფათოა დემოკრატიის გზაზე უკუსვლის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეპრესიული არჩევანის.

არ შეიძლება ამის მშვიდად ცქერა...", - წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პარლამენტის ორმა კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა.