ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში ხდება - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება:

“ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში საშობაო პერიოდში ხდება. საქართველოს მთავრობა ცდილობს გააუქმოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიული, გამართულად მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს”, - წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.