ეკა ბესელია ქალთა მოძრაობას აფუძნებს

ქალთა მოძრაობა "სამართლიანობისთვის" - ასე ერქმევა გაერთიანებას, რომელსაც ეკა ბესელია აფუძნებს. ამის შესახებ განცხადება მან Facebook-ის საშუალებით გაავრცელა. 

"მეტი ქალი ჭირდება საჯარო ცხოვრებას!

მეტი ქალი ჭირდება პოლიტიკას!

მეტი ქალია საჭირო წამყვან და საპასუხისმგებლო პოზიციებზე !

და გვყავს საოცრად ნიჭიერი და ღირებულებების მატარებელი ქალები, რომელთაც სულ ცოტა ბიძგი ჭირდებათ რომ გადალახონ ბარიერები და იყვნენ უფრო აქტიურნი საჯარო სივრცეში" , - წერს ბესელია. 

მისი თქმით, სურს დაეხმაროს ქალებს საკუთარი გამოცდილებითა და უნარით, რათა მომავალი წლის ადგილობრივ არჩევნებზე იყოს წარმოდგენილი მეტი ქალი კანდიდატი.

ბესელიას განცხადებით, ქალთა მოძრაობა "სამართლიანობისთვის" 8 მარტს დაფუძნდება.