ეკა ბესელიას პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და განაცხადს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს:

“პარტია “სამართლიანობისთვის” მიმართავს ცესკოს, რათა 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

პარტია არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდება სახელით ეკა ბესელია – პოლიტიკური პარტია ” სამართლიანობისთვის”, რომელიც დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილოებას საპარლამენტო არჩევნებში. “– ნათქვამია ინფორმაციაში.