ეკატერინე ტიკარაძე მიმდინარე წლის ანგარიშს წარადგენს

ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. 

მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ის პოსტს მიმდინარე წლის ბოლომდე იკავებს. ამ დრომდე უცნობია, ვის დაასახელებს პრემიერ-მინისტრი ტიკარაძის შემცვლელად. 

ანგარიშის წარდგენა სასტუმრო "ბილტმორში" 11:00 საათზე დაიწყება.