ელენე ხოშტარია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც მისი Facebook სტატუსიდან გახდა ცნობილი,  გამოძიებას მასთან გავრცელებულ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. 

"დამირეკეს პროკურატურიდან მოწმის სახით გვინდა დაგიბაროთ მოსმენებზეო. არ გენდობით პირიქით გიჩივით თქო, სტრასბურგშიც მოგიწევთ პასუხების გაცემა თქო. მაშინ სასამართლოთი გამოგიძახებთო. მელამ კუდიო თუ როგორ არის?" - წერს ხოშტარია.