ელისაშვილი: ცესკო საარჩევნო ნომერს არ გვაძლევს

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ცესკო მის ახლად დარეგისტრირებულ პარტია საარჩევნო ნომერს არ აძლევს. ელისაშვილი თამარ ჟვანიას უწყებას საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

როგორც ელისაშვილი განმარტავს, პარტია "მოქალაქეების" წევრებმა ნომრის მინიჭებაზე ცესკოში განაცხადი 11 აგვისტოს შეიტანეს, თუმცა კენჭისყრა დღემდე არ გამართულა.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ საარჩევნო კამპანიის ნომრის გარეშე წარმართვა ფაქტობრივად შეუძლებელია. ისინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებენ შეწყვიტოს დისკრიმინაციული მიდგომა და დროულად მიანიჭოს პარტიას საარჩევნო ნომერი.