ირაკლი ღარიბაშვილი კრისტიან დანიელსონს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ხვდება.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაური მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.