ენმ-ის წევრებმა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხინკალი მიუტანეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიასთან პერფორმანსი გამართეს და საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ბერდია ლომიძეს ხინკალი მიუტანეს.

პერმორმანსის მონაწილეების თქმით, ამ ჟესტით მის არაკომპეტენტურობას გაუსვეს ხაზი და შეახსენეს, რომ ახლო წარსულში, მმართველ პარტიაში მისი მთავარი ფუნქცია კაფე-ბარიდან პარტიის ოდისში "ქართული ოცნების" წევრებისთვის ხინკლის მიტანა იყო.