ენმ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს

„ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს. 

კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში 21:00 საათზე წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარტიას ოფიციალურად თბილისში მხოლოდ სამი მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს დასახელებული: ნიკა მელია (გლდანი), ლევან ხაბეიშვილი (სამგორი) და ხატია დეკანოიძე (ისანი).