ენმ-ს ლიდერები ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტარკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს, პარტიის ლიდერებს თინა ბოკუჩავასა და ირაკლი ქავთარაძეს შეხვდა.

მისიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, წინასაარჩევნო გარემოსა და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორებზე ინფორმაცია მიაწოდეს.