ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს

ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს, რომელიც ამ დრომდე ქუთაისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.

ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოქმედმა მერმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ, გიორგი ჭიღვარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

ის ქალაქის რიგით 23-ე მერი იყო.