ერთმანეთი კიდევ უფრო ეზიზღებათ, ვიდრე ვეზიზღებით ჩვენ - ხელაშვილი ოპოზიციაზე

"ქართული ოცნების"  წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წევრებს ერთმანეთი ეზიზღებათ. 

ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა საპარლამენტო ოპოზიციის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

"ის მუქარები, რაც მათგან მოდიოდა, ვერცერთი ვერ შეასრულეს. პირველი იყო, რომ უნდობლობის კვოტუმის ინიცირებას მოახდენდნენ პარლამენტში, მერე იმუქრებოდნენ, რომ შექმნიდნენ ჩრდილოვან კაბინეტს და შექმნიდნენ საგამოძიებო კომისიას. ვერცერთი ვერ შეასრულეს, რადგან ვერ შეძლეს სულ რამდენიმე ათეული დეპუტატის მობილიზება, ვერ შეძლეს ერთმანეთში კოორდინირება და შეთანხმების მიღწევა. ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ერთმანეთი კიდევ უფრო ეზიზღებათ, ვიდრე ვეზიზღებით ჩვენ", - განაცხადა ხელაშვილმა.