ეს ჩანაწერი გამოგდებულია, იმისთვის რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას - იაგო ხვიჩია

"ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოგდებულია, იმისთვის რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

მისი თქმით, საზოგადოებაში მიმდინარე "მორალური გარჩევა" მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა შეიძლება იყოს.

ფაქტობრივად ყველა მოსამართლე, მსაჯული გახდა ამ საქმის. ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოგდებულია, იმისთვის რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას. არ ვიცნობ „ქართული ოცნების“ შიდა ინფრასტრუქტურასა და არქიტექტურას, მე ხომ არ ვიცი შიგნიდან ვის შეიძლებოდა რამე ჩანაწერი გამოეტანა ან არ გამოეტანა, ასევე არ ვიცი პირობითად როდინდელი ჩანაწერების ნაკრებია ეს. შესაბამისად ბევრი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკების პროცესის წინ ასეთი ჩანაწერების გამოგდება იკითხება, როგორც პირდაპირი მიზანი, მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.