ეს ჭიჭე, ჯუნიორი, ჩიჩიე ვაშაძე, იწვევს მაინც თემას - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს "ჯუნიორ ვაშაძე" უწოდა.

"ეს ჭიჭე, ჯუნიორი, თუ რა დავარქვა - ჩიჩიე ვაშაძე, იწვევს მაინც თემას, არ გამოდის სხვანაირად რა, ტიპი ითხოვს, ითხოვს...

გუშინ რომ ხელი მოეცარა პენსიონერების თემაზე, ახლა გაბოროტებული ეცა კახა კალაძეს,"- განაცხადა სესიაზე ზარქუამ.

აღნიშნული განცხადებით ზარქუა გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, თბილისის მერმა კახა კალაძემ მეიჯარეებს, მძღოლებს და დიპეტჩერებს 43 მილიონი ლარი ჯიბიდან ამოუღო.