ეს დღე თანადგომის, თავგანწირვის მაგალითია - კახა კუჭავა

"2015 წლის 13 ივნისი - ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა 13 ივნისის 6 წლისთავს გამოეხმაურა. 

მან პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას და მიუსამძიმრა როგორც მათ ოჯახებს, ისე მთელ საქართველოს. 

"ტკივილთან ერთად, ეს დღე თანადგომის, თავგანწირვის მაგალითია, როცა ერთად ვებრძოდით სტიქიას და სტიქიის შედეგებს.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, 13 ივნისს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა და ემახსოვრება", - განაცხადა კახა კუჭავამ.