"ეს საერთო გამარჯვებაა" - გიორგი გახარია

"ეს საერთო გამარჯვებაა" - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 12-წლიანი დავის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას წინააღმდეგ საქართველოს მიერ დავის მოგებას. 

"დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა!

დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა!

ეს საერთო გამარჯვებაა!" - წერს პრემიერ-მინისტრი. 

შეგახსენებთ, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა. 

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.