ეს უცნაური ფაქტია და ამაზე რეაგირება გვექნება - ჯაღმაიძე

ანტიოქიის პატრიარქის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიღებას საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეს ნეგატიური მოვლენაა და საპატრიარქოს რეაგირება ექნება.

"ეს არის ნეგატიური მოვლენა, უცნაური ფაქტია. ჩვენ რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა, მანამდე საჭირო არის გარკვეული კომუნიკაცია, დაზუსტება დეტალების და რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობების განყოფილებას, ჯერჯერობით კომუნიკაცია არ გვქონია, ალბათ დღის განმავლობაში გარკვეულ ფორმას შეიძენს," - განაცხადა დეკანოზმა.