ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს - ევროკავშირის ელჩი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ეხმაურება: 

"ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.

ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას" - აცხადებს ჰარცელი.