ესტონეთის და ლიეტუვის პრეზიდენტებმა საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს

ესტონეთის პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგასთან აღმოსავლეთ პარტნიორობაზე საუბრის ფარგლებში საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა. ამის შესახებ კერსტი ვალიულაიდიმ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერდა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა არის საკითხი, რომლის წინაშეც ჩვენს ქვეყნებს მორალური ვალდებულებები აქვთ. განვიხილეთ ბელარუსი ხალხის მომავლის პერსპექტივები, ბოლო დროს საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები და რეფორმების პროცესი უკრაინაში“, - წერს კალიულაიდი.