ევროკავშირი ჩართულია, რომ საქართველოს დაეხმაროს -კრისტიან დანიელსონი

"კომპრომისი ეს არა არის სისუსტის ნიშანი, პირიქით კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი, კომპრომისი არის ის გზა რომელიც არის ევროპული",- ამის შესახებ შვედმა დიპლომატმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროცესში აქტიურად არის ჩართული ევროკავშირი, თუმცა თუ შეთანხმება ვერ მოხდა პასუხისმგებლობა ქართველი პოლიტიკოსების მხარესაა.

"დღეს მთელი დღე იყო მოსამზადებელი სამუშაოები, რომ ხვალ შევხვდეთ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს. დისტანციურად შვიდ ევროპის პარლამენტარს შევხვდი იმისთვის, რომ მომავალ ნაბიჯებზე გვესაუბრა და განგვეხილა, ასევე შვეხვდი დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მინდა ვთქვა, რომ მათი გუშინდელი განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო იმ თემებთან დაკავშირებით, რაც დღეს განვიხილეთ. საუბარი არის კომპრომისზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის.

ჩემი წინა მისიის შემდეგ ბრიუსელში ყველა იმ ინსტიტუციასთან მქონდა ურთიერთობა, ვინც არის ჩართული საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, ეს ინსტიტუციები მოიცავდნენ, როგორც პრეზიდენტ მიშელს, ასევე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, ევრო პარლამენტს და ევრო კომისიას. 

ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა არა ევროკავშირს, არამედ აქაურ პოლიტიკოსებს ეკისრებათ", - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.