ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას, ერთად უფრო ძლიერები ვართ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში განხორციელებულ ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის გვერდით დგას. 

„იდეა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ბუნდოვანი ცნება არ არის. გასულ კვირას მე მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ვეწვიე. საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და პრეზიდენტ მაია სანდუს რეფორმების დღის წესრიგს მხარდაჭერა გამოვუცხადე. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას. კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ მომიწვიეთ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.