ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა. შარლ მიშელის ტურნე 28 თებერვალს დაიწყება და 3 მარტამდე გასტანს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

ინფორმაციის თანახმად, კიშინიოვში შარლ მიშელი პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდება. შემდეგ კი საქართველოს ეწვევა. ევროსაბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

ამასთან, შარლ მიშელი მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საქართველოდან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი უკრაინაში გაემგზავრება.