"ევროპელი სოციალისტები" ირაკლი ღარიბაშვილს მხარს არ დაუჭერს

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო ჯგუფი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს.

როგორც report.ge-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენა, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა, ამას დრო აჩვენებს.

„ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატურა. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, ამას დრო აჩვენებს. ეს არის მმართველი პარტიის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო გუნდი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისგან თავს შეიკავებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.