ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ბრწყინვალე საუბარი შედგა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გააქტიურებაზე

ბრწყინვალე საუბარი შედგა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების შესახებ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ზე წერს.

იგი აღნიშნავს, რომ უცვლელი რჩება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

"მოხარული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მივესალმო ბრიუსელში. ბრწყინვალე საუბარი შედგა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ფარგლებში ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების შესახებ. უცვლელი რჩება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა," - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.