ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა. 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით ის აღმოსავლეთ ევროპას ესტუმრება. საქართველოს გარდა ის მოლდოვასა და უკრაინაშიც გამართავს შეხვედრებს. 

"საქართველოში პრეზიდენტი მიშელი შევხდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თაკავაძეს. ის აგრეთვე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და შეხვედრებს გამართავს ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებთან", - ნათქვამია ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ ორმხრივი ურთიერთობებისა და Covid-19-ის წინააღმდეგ გაერთიანებული ბრძოლის გარდა, ვიზიტის დღის წესრიგში იქნება მნიშვნელოვანი საკითხი - აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.