ევროპული საქართველო პარლამენტში შესვლის საკითხზე მსჯელობს

პარტია „ევროპული საქართველო“ პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავს.

როგორც პარტიის წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური კამპანიის დაწყების გარდა შეხვედრაზე პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხსაც განიხილავენ.  

„ამ პარლამენტში აქტიურ მუშაობას არ ვაპირებთ. საბოლოოდ გადავწყვეტთ ამ საკითხს. შესაბამისად, ჯერჯერობით არავინ საუბრობს იმაზე, ვინ რა მანდატს აიღებს",- განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" წევრებს, შარლ მიშელის მიერ შმოათავაზბულ შეთანხმების  დოკუმენტზე ხელი ამ დრომდე არ მოუწერიათ.