"ევროპული საქართველო“ საპენსიო შენატანების შეჩერებას ითხოვს

კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით "ევროპული საქართველო" მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებული საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს.

"შედეგად, დასაქმებულების ჯიბეში 108.2 მლნ ლარი დარჩება, რასაც ისინი თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ; მათი მტკიცებით, მეწარმეებსა და დამსაქმებლებს დარჩებათ 83.1 მლნ ლარი, რაც შეასუსტებს სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას; სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად. 

ეს ყველაფერი მეტ ფულს დაუტოვებს მოქალაქეებს, დადებით გავლენას იქონიებს ეკონომიკური ზრდის ტემპზე და შეაცერებს ფასების ზრდას" - აცხადებენ პარტიაში.