"ევროპულმა საქართველომ" დადიანების სასახლის ეზოში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის ლიდერებთან, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიასთან ერთად ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

"31 ოქტომბერი უნდა იყოს მაგალითი, თუ როგორ სწრაფად ამოვა მთელი ქვეყანა ჭაობიდან, რომელიც მოიტანა ივანიშვილის ხელისუფლებამ და მოხდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ, უკეთესი მომავლისაკენ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.