ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 105 ხმით 20-ის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში დაამტკიცა.

დოკუმენტი მოუწოდებს წევრ ქვეყებს, დააჩქარონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და დაკისრებული კომპენსაციების გადახდა.

ანგრიშში საუბარია საქმეზე "საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ", რომელიც 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრამდე რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას, დაპატიმრებასა და დეპორტაციას ეხება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოს მთავრობისთვის სულ მცირე 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა.

როგორც ანგრიშშია ნათქვამი, 1 369-ე სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კომპენსაცია ჯერ კიდევ გადაუხდელია და ხაზი გაუსვა კონვენციის 46.1 მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდის უპირობო ვალდებულებას.