დღეს აუცილებელია, სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, აუცილებელია ელჩი სასწრაფოდ დაბრუნდეს კიევში.

„არ მინდა 9 აპრილს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღეა, ეს სიტყვა დავასრულო და არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა; მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.