ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში - საკრებულოს სხდომა შეჩერებულია

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში გრძელდება, სადაც დეპუტატები საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობენ. ადგილზე დაცვა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ მძაფრსუნიანი ხსნარი დაღვარა, ამის შემდეგ ის პოლიციამ ძალის გამოყენებით შენობიდან გაიყვანა.

" ერთადერთი რაც გავაკეთე, საჯაროდ განვაცხადე, რომ მაქვს უწყინარი ხსნარი, რომელსაც აქვს სუნი, რომლის დაღვრის შემდეგაც დარბაზში გაჩერება არის შეუძლებელი, დავღვარე დარბაზში ეს, გამოცვივდნენ მთელი "ოცნების" დეპუტატები აივანზე, ვეღარ ატარებენ სხდომას", - თქვა ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ.

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციასთან ოპოზიცია აქციას მართავს და საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას აპროტესტებს.

მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც ოპოზიცია კანონდარღვევად თვლის.