საერთაშორისო ოსრგანიზაცია Freedom House-ს ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით საქართველოში დემოკრატიის ინდექსმა დაიწია. ამ ინდექსის მაჩვენებელი 100-დან 36.31 ქულით ფასდება. ამით ქვეყანა გარდამავალი / ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიაში ხვდება.
წინა წლის მონაცემით, დემოკრატიის მაჩვენებელი 100-დან 38 ქულას შეადგენდა.
თავისუფლების ინდექსის მიხედვით 2021 წელი საქართველოში 100-დან 60 ქულით შეფასდა, ხოლო პოლიტიკური უფლებები 40-დან 23 ქულით.
ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით საქართველომ 100-დან 77 ქულა მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით ერთი ქულით მაღალია და თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში ხვდება.