გადალახავს თუ არა საარჩევნო ბარიერს "ლეიბორისტული პარტია"?!

"შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" საარჩევნო ბარიერის ზღვარზეა. ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების მიხედვით მას 17 626 ხმა აქვს მიღებული. 

ამ დროისთვის, დათვლილია 1 758 835 ამომრჩავლის ხმა. მონაცემით, როდესაც ხმების 91.81%-ის შედეგია ცნობილი, საარჩევნო ბარიერი 17 588.35 ხმაა. 

"ლეიბორისტული პარტია" მას მხოლოდ 38 ხმით ძლევს. 

იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი 8.09%-ის ხმების დათვლამ მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა საბოლოო შედეგებში, შესაძლებელია, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტს მიღმა დარჩეს.