,,გაზრდილიყავით თქვენც, მე რა გიყოთ" - სააკაშვილი

ის ხალხი, რომელიც ამბობს, სააკაშვილი არ უნდა შემოვუშვათ მოედანზე, რადგან ძალიან დიდია და არ გვაძლევს ჩვენი ამბიციების რეალიზაციის შესაძლებლობასო, გაზრდილიყვნენ ისინიც, მე რა ვუყო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რაზეც ,,ევროპული საქართველო" საუბრობს, რომ მხოლოდ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ხდება პოლარიზება, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის კარგი არ არის.

მისივე თქმით, ის ახალი ლიდერების გამოჩენას მიესალმება.

„ვინ უშლიდა მათ ხელს ჩამოყალიბებულიყვნენ ისეთ ლიდერებად, რომელიც გამორიცხავდა პოლარიზაციას? არ მოხდა ეს. რომ გითხრათ ეს მიხარია, ასე არ არის. მივესალმები ყოველთვის ახალი ლიდერების გამოჩენას. ძალიან მინდა რომ ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდეს. ხალხი, რომელიც იძახის, რომ სააკაშვილი არ უნდა შემოვუშვათ მოედანზე იმიტომ, რომ ძალიან დიდია და ჩვენ არ გვაძლევს ჩვენი ამბიციების რეალიზაციის შესაძლებლობასო, გაზრდილიყავით თქვენც, მე რა გიყოთ. მეგობრებო, აქ საუბარი ამბიციებზე კი არ არის, ყველას რაც შეგვიძლია, ჩვენ უნდა ამოვიყვანოთ ქართველი ხალხი ამ უბედურებიდან. ჩვენ გვჭირდება სწრაფი წინსვლა, რეანიმაცია ეკონომიკის, ლაზიკის აშენება და ა.შ", – განაცხადა სააკაშვილმა.