გახარია: ჩვენ პოპულისტურ დაპირებებს არ გავცემთ 

ქართული ოცნება არის ის ძალა, რომელიც პოპულისტურ დაპირებებს არ გასცემს, - ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ ახალციხეში მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ქართული ოცნება თავის დაპირებებს ყოველთვის ასრულებს.

"ქართული ოცნება არა არის ის ძალა რომელის რაიმე პოპულისტურ დაპირებას არ გასცემს. ჩვენ ვაკეთებთ იმას რასაც ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.